ახალი ამბები
ცირა კაკუბავა გეგა შენგელიას: ქუჩების რეაბილიტირებაში გადაწებებას გულისხმობთ?
არასამთავრობო ორგანიზაცია "ნეოგენის" ხელმძღვანელი ცირა კაკუბავა ფიქრობს, რომ ზუგდიდში მიმდინარე გზების რეაბილიტაცია ბიუჯეტის ორმაგი ხარჯია. ამის შესახებ მან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მერიბის კანდიდატს გეგა შენგელიას უთხრა. მისი თქმით, ქუჩების უმრავლესობაზე ასფალტს აწებებენ, რაც რეაბილიტაციას არ ნიშნავს.

“როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმზე, როგორ, როცა ქუჩები გადათხრილია... ახლა ისეთი სამუშოები მიდის, რომ ერთ წელიწადში ისევ ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით და ეს ზედმეტ ხარჯებს გამოიწვევს. ასფალტის დაწებებას ეძახით რეაბილიტაციას?”- უთხრა კაკუბავამ მერობის კანდიდატს.

მის საპასუხოდ შენგელიამ განმარტა, რომ ქუჩების ნაწილზე ორმული შეკეთება მიმდინარეობს, რაც დაწებებას გულისხმობს, თუმცა, ნაწილი სრულად რეაბილიტირდება.

“ეს არის ეტაპობრივი პროცესი და არავითარ ზედმეტ ხარჯზე არაა საუბარი. კომპანია ახორციელებს იმ სამუშაოებს, რაც ვალდებულებებში აქვს გაწერილი და პროექტითაა გათვალისწინებული. მთავარი მიზანი ამ ეტაპზე ის იყო, რომ გადაადგილება შესაძლებელი ყოფილიყო”,- თქვა შენგელიამ.

ამ წუთებში ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი შენგელია არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლების  შეკითხვებს პასუხობს.

ამავე თემაზე:

გიორგი შენგელია: ზუგდიდში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ინვესტიციები ჩაიდება
Print