ახალი ამბები
გიორგი შენგელია: ზუგდიდი google-ის რუკაზე გამოჩნდება
„ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი google-ის რუკაზე მალე გამოჩნდება. შენგელიამ ამის შესახებ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის კითხვის პასუხად ისაუბრა. "თემის განვითარების ცენტრის" წარმომადგენლის თამარ დაგარგულიას თქმით, ზუგდიდი გუგლის რუკაზე არ იძებნება და შესაბამისად ტურისტებს ქალაქის შესახებ ინფორმაციის მოძიება არ შეუძლიათ.

„მთელ ქალაქში სენსორული მონიტორები დამონტაჟდება, google-ის რუკაზე ზუგდიდი გამოჩნდება და ამაზე მერიის სამსახური უკვე მუშაობს. ჩვენ ვამზადებთ ინტერნეტპორტალსაც ამ მიმართულებით“, - აღნიშნა შენგელიამ.

ის დღეს დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ამავე თემაზე:

რა ბედი ელის „რუხი მოლს“ ? - საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის კითხვა გეგა შენგელიას



Print