ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: ამ ეტაპზე დეცენტრალიზებული ადგილობრივი თვითმმართველობა არ გვაქვს
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის ზუგდიდს კლასიკურად დეცენტრალიზებული ადგილობრივი თვითმმართველობა არ აქვს. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ჩიქოვანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კითხვას ამ საკითხთან დაკავშირებით უპასუხა და განმარტა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია.

„დეცენტრალიზებულ მმართველობას მივიღებთ მაშინ, როცა ადგილობრივ ხელისუფლებას ექნება მეტი თავისუფლება ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, რაც გულისხმობს თავისუფალ ფინანსებს. აუცილებელია თანხის ნაწილი დამოუკიდებლად რჩებოდეს ქალაქში, რის შემდეგაც მერს ექნება მეტი თავისუფლება, რომ ადგილზე საჭიროებებს მოარგოს. დეცენტრალიზაციის საბოლოოდ შედეგი არის ეს. დიახ, ამ ეტაპზე დეცენტრალიზებული ადგილობრივი თვითმმართველობა არ გვაქვს, თუმცა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და კიდევ მრავალი ნაბიჯია გადასადგმელი“, - თქვა მან.

გიორგი ჩიქოვანი დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრას დაესწრო, სადაც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში გაიმართა, რომელიც ევროკავშირის ინიციატივაა,. მას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი კი 2018 წლის ივნისს შეუერთდა. ეს ინიციატივა არის მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად ხელი შეუწყონ ეკონომიკურ განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.


ამავე თემაზე:

გიორგი შენგელია: ზუგდიდი google-ის რუკაზე გამოჩნდება

Print