ახალი ამბები
ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე მცენარეების წამლობა მიმდინარეობს
ფიტოსანიტარული მონიტორინგის საფუძველზე, ანაკლიის ბულვარის და განმუხურის ზღვისპირა ზოლზე მწვანე ნარგავები შეიწამლა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მცენარეებს, მათ შორის, პალმებს, ფიჭვებს და ბუჩქოვან ნარგავებს სოკოვანი დაავადებები აღმოაჩნდა. ლაბორატორიული ანალიზის შედეგად რამდენიმე სახის სოკო ორგანიზმი გამოვლინდა. შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ის ხემძღვანელი ბესიკ თოდუას თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლემა ფიჭვებს აქვს, რომელიც აკვაპარკის მიმდებარედ იზრდება.

„ჩვენი ტერიტორია 25 ჰექტარია და აქ 3000-მდე ხე-მცენარე შეიწამლება. აგროღონისძიება რამდენიმე დღე გაგრძელდება. ყველაზე ცუდი მდგომარეობა არის აკვაპარკის მიმდებარედ, იქ არსებული დიდი ფიჭვები თითქმის განადგურებულია. რამდენიმე ათეული ფიჭვიდან მხოლოდ ორი გადარჩა. რაც შეეხება პალმებს, სოკოვანი დაავადება მხოლოდ ფოთლებს აქვს, მავნე ორგანიზმი მის ქერქში არ აღმოჩნდა. ლაბორატორული დასკვნის მიხედვით წელიწადში ორჯერ უნდა შევწამლოთ. ამისთვის 10 ათასამდე ლარი დაიხარჯება“, - ამბობს ბესიკ თოდუა.

ის ფიქრობს, რომ სოკოვანი დაავადებები, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. ცნობისთვის, ანაკლია-განმოხურის სანაპირო ზოლზე სოკოვანი დაავადებები პირველად შარშან გაზაფხულზე დაფიქსირდა და მაშინ ოთხი ძირი პალმა გახმა. „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ის ხელმძღვანელობამ სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გადაწყვიტა ანალიზის გაკეთება. შესსაბამისი ლაორატორული ანალიზი შპს „BioAGRO”-მ ჩაატარა.





Print