ახალი ამბები
რიკოთის გვირაბში მოძრაობა იზღუდება
რიკოთის საავტომობილო გვირაბში სახანძრო-სავენტილაციო სისტემების შემოწმება-შესწავლის სამუშაოების გამო 7-დან 9 მაისის ჩათვლით დროის გარკვეულ პერიოდში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე ცნობით, აკრძალვა 7 მაისს 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე, 8 მაისს 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე და 9 მაისს - 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე იმოქმედებს, დღის დანარჩენ პერიოდში კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.



Print