ახალი ამბები
ვიცე-პრემიერმა ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ეკლესიის პროექტს გაეცნო, რომლის აშენებაც მიმდებარედ იგეგმება. მასთან ერთად იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.

"ძველ ხიბულაში მიმდინარე პროექტები არის იმის მაგალითი, თუ როგორ თანამშრომლობს ფონდი "ქართუ" და სახელმწიფო. ასევე, იგეგმება ეკლესიის აშენება, რომელიც იქნება კომპლექსი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება პატივი მოაგონ ზვიად გამსახურდიას ხსოვნას", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.



მინისტრს, სხვა ადგილობრივებთან ერთად, პირველი პრეზიდებტის თანამებრძოლი და ამავე სოფლის მკვიდრი ვახტანგ მირცხულავა დახვდა. მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას სახელი დაფასებულია და სახლის რეაბილტაციისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

ძველ ხიბულაში სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია იმყოფებოდნენ.
ამავე თემაზე:

არქიტექტორი: ხიბულაში სახლს იმ სახით აღადგენენ, როგორც გამსახურდიას იქ ყოფნისას იყო
Print