რეგიონი
ზუგდიდში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება
11 მაისს ზუგდიდში, აკადემიკოს ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი - "კლინიკური მედიცინა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი" უფასო  სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს. მის: ზუგდუდი, აღმაშენებლის N222. მიღების საათები: 10:00- დან 17:00-მდე.

ექიმთა ჯგუფი წარმოდგენილი იქნება შემდეგი სპეციალისტებით:

ენდოკრინოლოგი - მაია ტორჩინავა

ნევროლოგი - მარინე ჭანტურია

დერმატოლოგი - ნინო კახიაშვილი

უროლოგი - აკაკი ნადარეიშვილი

ონკოლოგი -მამოლოგი - კეჭყემაძე

ზოგადი თერაპევტი - ქეთევან შარაშენიძე

ანგიოლოგი- გიორგი დეისაძე

Print