ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას სახელწმიფო მხარს უჭერს
ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის სწრაფად გამოძიებას სახელმწიფო მხარს უჭერს. ამის შესახებ მან ძველ ხიბულაში ყოფნისას ისაუბრა და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"მე არ მგონია, რომ რაიმე ბრძოლის ელემენტები იყოს აქ შემოსატანი. რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ გამოძიება არის დასასრულებელი, რაც შეიძლება სწრაფად. ვიცი, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს სწრაფად და ინტენსიურად, მათ შორის, ოჯახის წევრებთანაც იყო შეხვედრები. ყველამ ვიცით, რომ არის რთული საქმე, რომელიც მოხდა 90-იან წლებში და შესაბამისად, ამ საქმის გამოძიება არ არის მარტივი. ყველას ინტერესია, რომ გამოძიება დასრულდეს, რაც შეიძლება მოკლე ვადებში და მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს ამ ყველაფერს", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ეკლესიის პროექტს გაეცნო, რომლის აშენება მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.


Print