ახალი ამბები
ლევან ახვლედიანი: ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, რომ ანაკლიის პორტმა პირველი გემი 2021 წელს მიიღოს
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის ინფორმაციით, შესაძლოა, ანაკლიის პორტში პირველი გემი, 2020 წელს, როგორც დაანონსებული იყო, ვერ შემოვიდეს. ამის შესახებ ახვლედიანმა ჟურნალისტებს პორტის ტერიტორიაზე განუცხადა.

„როგორც დაგეგმილი გვქონდა, 2020 წელს პირველი გემის შემოსვლა, შესაძლოა, ორი-სამი თვით დაგვიანდეს, თუმცა, ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, რომ პირველი გემები 2021 წლის დასაწყისში მივიღოთ პორტში“, - თქვაახვლედიანმა.

დღეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელებთან ერთად, პორტის ტერიტორია პირველად დაათვალიერა.


Print