ახალი ამბები
გვასალია: ენმ-მ უნდა იცოდეს, თავისუფლად რომ დადიან ქუჩაში „ქართული ოცნების“ და ჩვენი შტაბის დამსახურებაა
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ პლაკატების ჩამოხევა მიუღებელია, თუმცა ამბობენ, რომ მათ არ სჯერათ იმ კადრების, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, სანდრა რულოვსის პლაკატი, მმართველი პარტიის მხარდამჭერმა თენგო აბულაძემ ჩამოხია.

„რა მონტაჟზეა საუბარი და რა დაამონტაჟა რუსთავი 2-მა თავის დამქაშებთან ერთად მე არ ვიცი. რაც შეეხება თენგო აბულაძეს, ის არის ჩემი თანამებრძოლი. არ ვიცი რა კადრები გაავრცელეს, მაგრამ ვიცი, რომ თენგო ამას არ გააკეთებდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იცოდეს, რომ თავისუფლად რომ დადიან ქუჩაში „ქართული ოცნების“ და ჩვენი შტაბის დამსახურებაა. ამათ იმდენი უბედურებები აქვთ ჩადენილი ეს ნაძირლები ესენი. ცოტა ჭკვიანად იყვნენ, ახლა რაღაც პროვოკაციებს აწყობენ“, - განაცხადა საარჩევნო შტაბის წევრმა ლაშა გვასალიამ.

გვასალიას თქმით, მათი კანდიდატის პლაკატებიც მასიურად ჩამოხეულია და შესაბამის კადრებს, თუ ვინ აკეთებს ამას, ისინი მალე გაავრცელებენ. 


Print