ახალი ამბები
სოხუმი უარყოფს ინფორმაციას, რომ 9 მაისს ქალაქში წესრიგს რუსული სამხედრო პოლიცია უზრუნველყოფს
აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოხუმში მაისის დღესასწაულებზე დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხო ჩატარებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია უზრუნველყოფს, სოციალური ქსელების მომხმარებლების უკმაყოფილება მოჰყვა.




გარკვეული პერიოდის შემდეგ აღნიშნული ინფორმაცია აფხაზური მედიასაშუალებების ვებ-გვერდებიდან ამოიღეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ინფორმაცია დაუზუსტებელი იყო და არასაიმედო წყაროებს ეყრდნობოდა.

მათივე ცნობით, სადღესასწაულო ღონისძიებების მსვლელობისას ქალაქში წესრიგს "რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა უზრუნველყოფს".

უწყებამ მოუწოდა საინფორმაციო სააგენტოებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, აღნიშნული განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ისევ რჩება.
Print