რეგიონი
სამეგრელოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს (ფოტო)
სამეგრელოში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღნიშნეს და ვეტერანებს თარიღი მიულოცეს. სულ რეგიონში 20-ზე მეტი ვეტერანია, რომელთაგან 8 ზუგდიდში ცხოვრობს.
მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს და მეორე მსოფლიო ომში მონაწილე დაღუპული მეომრების საფლავები ყვავილებით შეამკეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ და სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზეო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელიამ ამ დღესთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირის გმირების საფლავები თაიგულებით შეამკეს. მერიამ ომის ვეტერანებს საჩუქრად 500-500 ლარი ჩაურიცხა, ზურგის მუშაკებს კი 200-200 ლარი.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

ფოტო: სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერიები

Print