ახალი ამბები
გალში ფაშიზმზე გამარჯვების დღე რუსი მესაზღვრეების მონაწილეობით აღნიშნეს

დღეს გალში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

დილიდან დაიწყო აქცია „უკვდავი პოლკი“, რომელშიც რუსი მესაზღვრეები მონაწილეობდნენ, ხოლო 15 საათიდან - საზეიმო კონცერტი.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. „ნუჟნაია გაზეტას“ ცნობით, ისინი 19 საათზე, ფოიერვერკით დასრულდება.


 

Print