ახალი ამბები
მერიამ ახალი ავტობუსები ზუგდიდის "მუნიციპალურ ტრანსპორტს" გადასცა
ზუგდიდის მერიამ ახალი ავტობუსები, რომელთა ნაწილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე მოძრაობს, უვადო სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო თხოვების ფორმით შპს “ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტს” გადასცა. გადაწყვეტილებას ზუგდიდის საკრებულომ მხარი ერთხმად დაუჭირა.

საკრებულოს თავმჯდომარემ შპს-ს წარმომადგენელს მიმართა, რომ გადახდის ელექტრონულ სისტემაზე მუშაობა დაიწყონ, რათა მოქალაქეებმა მგზავრობის საფასურის გადახდა თანამედროვე მეთოდით მალე შეეძლონ.

ახალი ავტობუსების ჩამოყვანა კომპანია „ჯი თი გრუპმა“ 2019 წლის ივნისის ბოლოსთვის უნდა დაასრულოს. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ხელშეკრულება კი შემსყიდველს და გამარჯვებულს შორის 27 მარტს დაიდო. შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი „ჯი თი გრუპი“ ჰყავდა. მან მერიისგან ავტობუსების შესასყიდად 3 მილიონ 330 ათასი ლარი მოითხოვა. აღნიშნული თანხა ზუგდიდის მერიამ ისესხა. მისი დაფარვის ვადაა 2029 წლის 31 მარტია. 

ამავე თემაზე:
ზუგდიდში ოთხი ახალი ავტობუსი იმოძრავებს (ფოტო)
Print