რეგიონი
აზიის განვითარების ბანკმა შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტში 3 მლრდ დოლარი ჩადოს
აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის ვერნერ ლიპახის განცხადებით, მათ აქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღონ ანაკლიის პორტის პროექტში და ითანამშრომლონ კერძო სექტორთან. ამის შესახებ ვერნერ ლიპახმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ლიპახი ვარაუდობს, რომ პროექტში დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ.

„გვქონდა საკმაოდ ფართო დისკუსია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროექტს. ADB უკვე ხელმოწერილი აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ანაკლიის განვითარების პოტენციურ მხარდაჭერაზე. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გააუმჯობესებს პროექტის და ინიციატივების თანამიმდევრობის დაგეგმვას. ანაკლია არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ის მთელი ქალაქია, ინდუსტრიული კლასტერია, ის მთელი ეკონომიკაა, რომელიც უნდა განვითარდეს. ჩვენ ვვარაუდობთ სულ ცოტა, დაახლოებით 3 მილიარდ დოლარ ინვესტიციას. ჩვენი სურვილია მონაწილეობა მივიღოთ ამ პროექტში და ვითანამშრომლოთ კერძო სექტორთან“, - განაცხადა ვერნერ ლიპახიმ.

მისივე შეფასებით, ანაკლია „მსოფლიოში საქართველოს კარიბჭეა“.

ამავე თემაზე:
მაია ცქიტიშვილი: მზად ვართ ანაკლიის ინვესტორებთან შესახვედრად
Print