რეგიონი
ოპოზიცია: საარჩევნო კამპანიის დროს სუს-ის ზონდერ ჯგუფები თავს დაგვესხნენ (ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მოსახეობასთან შეხვედრის დროს სოფელ რიყეში თავს სუს-ის მიერ მართული ზონდერ ჯგუფები დაესხნენ.


გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მათ შორის იყვნენ მერიის და პოლიციის თანამშრომლებიც.

„მე და ჩემს მეგობრებს, როდესაც ვიყავით კარდაკარ შეხვედრებზე ,თავს დაგვესხნენ სუს-ის მიერ მართული ზონდერ ჯგუფები. როდესაც მოვახდინეთ ერთ-ერთი მათგანის იდენტიფიცირება, რომელიც არის მერიის თანამშრომელი, ტერიტორია დატოვეს. ის გამოირჩეოდა აგრესიით, იყო ნასვამი. მოგვიანებით, ზონდერ ჯგუფები კვლავ დაგვესხნენ თავს. ეს ადამიანები ყველაფრისთვის მზად იყვნენ. ისინი წარმოადგენენ სუს-ის მიერ დაორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს. ირაკლი შელია, ზაზა შელია, ირაკლი ტიბუა, საბა ფირცხალავა, რობერტ ბენდელიანი - აი, ეს ადამიანები არიან, რომელთაც ადგილზე აკვირდებოდა და კოორდინაციას უწევდა ვახანია, რომელიც არის მერიის თანამშრომელი. ეს დაორგანიზდა ადგილობრივ შტაბში, სუს-ის თანამშრომლის ლაშა ვეკუას მიერ, რომელიც ყველამ იცის, რომ სოფელ რიყეში საარჩევნო შტაბში ზის. დაგვყვებოდა შოთა ბაჯალაძეც, რომელიც, ასევე სუს-ის თანამშრომელია. ჩვენ მოსახლეობასთან არავითარი პრობლემა არ გვქონია. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ამომრჩევლებს ვერ შეაშინებენ. ამ ფაქტის შესახებ სამართალდამცავებს უკვე ვაცნობეთ“, - თქვა ბრიფინგზე დეკანოიძემ.

ოპოზიციამ ჟურნალისტებს მომხდარის ამსახველი ვიდეო მასალაც წარუდგინა.

 

Print