პოლიტიკა
„ოცნების“ შტაბი: ოპოზიცია არეულობის შემოტანას ცდილობს (ვიდეო)
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხეს. შტაბის წარმომადგენლის ლაშა გვასალიას თქმით, მათი კონკურენტები მსგავს ხრიკებს მიმართავენ, რადგან იციან, რომ არჩევნებს აგებენ.

„დაუძველდათ მეთოდები და ხერხები. როცა დარწმუნდნენ, რომ აგებენ, მიმართავენ მსგავს ხრიკებს. ეს არ გაუვათ მათ, ცდილობენ დაიწყონ კონფრონტაციები, შემოიტანონ არეულობა, მაგრამ ყველგან სადაც ტარდება ახლა არჩევნები, ჩაივლის დემოკრატიულ გარემოში და ენმ-ს მოვუწოდებ, დამშვიდნენ. მსგავსი რამეები ჩვენი მხრიდან არ ხდება და არც მოხდება“, - უთხრა ჟურნალისტებს გვასალიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სოფელ რიყეში თავს სუს-ის მიერ მართული ზონდერ ჯგუფები დაესხნენ. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მათ შორის იყვნენ მერიის და პოლიციის თანამშრომლებიც.



Print