ახალი ამბები
ზუგდიდში აგრო-ბიზნეს ფორუმს პრემიერი და მთავრობის წევრები ესწრებიან
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული აგრო-ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტის დეპუტატები ესწრებიან.

ამ წუთებში შეკრებილებს მთავრობის მეთაური მიმართავს.

"ჩვენ ვიქნებოდოთ უფრო წარმატებული, რომ არა უდიდესი პრობლება, აზიური ფაროსანას სახით, რის გამოც, ძალიან ბევრი ფერმერი აღმოჩნდა დიდი გამოწვევის წინაშე. ჩვენ თქვენგან მიღებული რჩევებით ჩამოვყალიბდებით ეფექტურ მექანიზმზე და წელს იქნება გარდამტეხი წელი, როცა ჩვენ დავიჯერებთ, რომ ამ პრობლემას მივაგვარებთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ფორუმზე 150-მდე ფერმერი და მეწარმეა მოწვეული. აგრო-ბიზნეს ფორუმი ორდღიანია და ის ხვალ ანაკლიაში გაგრძელდება.
Print