ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიცია: მივმართავთ პროკურატურას ზუგდიდში ნეპოტიზმის ფაქტები გამოიძიონ
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის 75-85% -ზე მეტი ხელფასებზე იხარჯება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, ზუგდიდში მასშტაბურ ნეპოტიზმს აქვს ადგილი.

„ჩვენ ვაწარმოეთ კვლევა ნეპოტიზმთან დაკავშირებით და გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია თუ რა მასშტაბების ნეპოტიზმთან გვაქვს საქმე ზუგდიდში. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ “ქართული ოცნების” არსებულ მმართველ კლანს მიტაცებული აქვს სახელმწიფო, ასევე ძალაუფლება მუნიციპალიტეტში და პრაქტიკულად რამდენიმე ადამიანს ემსახურება მთელი საჯარო სამსახური ზუგდიდის მერიაში. ამ სქემაში ჩართულები არიან დეპუტატები ედიშერ თოლორაია და მერაბ ქვარაია. ასევ ლაშა გვასალია, მაიზერ ნანავა და სხვა თანამდებობის პირები. მათი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები არიან დასაქმებულები მუნიციპალიტეტში. ბიუჯეტის 75-85% მეტი იხარჯება ხელფასებზე და გვაქვს ის სავალალო ვითარება, როდესაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გვაქვს გზები, ინფრასტრუქტურული პროექტები და პრაქტიკულად არაფერი არ კეთდება ზუგდიდელი მოსახლეობისათვის“, - ამბობს ბეჟაშვილი.

მისვე ინფორმაციით, ნეპოტიზმსა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასთან დაკავშირებით ისინი შესაბამის ინფორმაციას პროკურატურას მიაწვდიან, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.




Print