ახალი ამბები
მერაბ ქვარაია ოპოზიციის ბრალდებაზე: წარუმატებელი საარჩევნო კამპანიის გადაფარვის მცდელობაა
"წარუმატებელი საარჩევნო კამპანიის გადაფარვის მორიგი მცდელობა"- ასე შეაფასა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებები ნეპოტიზმთან დაკავშირებით.

"ეს არის მორიგი უსუსური მცდელობა, ისრები სხვა მიმართულებით გადაიტანონ და ამით გადაფარონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარუმატებელი საარჩევნო კამპანია, რომელიც სახეზეა. ნეპოტიზმი, ძალადობა, ბიზნეს ინტერესების ლობირება, კორუფცია, სახელისუფლებო ტერორი, ცილისწამება - ეს ნაციონალური მოძრაობის სახეა და სწორედ ამიტომ ეთქვათ მათ უარი ამომრჩეველთა მხრიდან უკვე არაერთხელ ქართულ საარჩევნო პოლიტიკურ ველზე. ასე რომ ცილისწამება, რომელსაც ეწევიან, მათ ვერ უშველით: სანდრა რულოვსს, მის ძებნილ, არაერთ უმძიმეს დანაშაულში მხილებულ მეუღლეს და მთლიანად დამნაშავე ნაციონალურ მოძრაობას ზუგდიდში არჩევნებზე რამდენიმე დღეში მორიგი კრახი ელოდებათ. ზუგდიდმა უნდა დაასრულოს საბოლოოდ ის მავნებლობა, რასაც სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია”, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ოპოზიციის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს ბრიფინგზე პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება თანამდებობებზე მყოფი "ქართული ოცნების" წევრების მიმართ. ბეჟაშვილმა კონკრეტული სახელი და გვარები დაასახელა და ისინი ნეპოტიზმში დაადანაშაულა.


Print