სპორტი
რუხში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება. ადგილობრივებს დაგეგმილი  სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიაწოდა.

მისივე თქმით, 6.5 ჰა ფართობზე, ბუნებრივსაფრიანი და ხელოვნურსაფრიანი მოედანი მოეწყობა, დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების განათების სისტემა და ტრიბუნები, აშენდება სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები.

„დღეს ჩემთვის ნამდვილად საამაყო დღეა. ფედერაციისთვის მთავრი მიზანი არის ფეხბურთის აკადემიები. ამ კუთხით ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ეს არის კიდევ ერთი ახალი სიახლე, რომელიც არამარტო ამ რეგიონს, არამედ სჭირდება მთელს საქართველოს და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს ტერიტორია გადმოგვეცა. ვიღებთ ვალდებულებას, რომ აქ გავაკეთოთ აკადემია. ბავშვები აქ ითამაშებენ, იცხოვრებენ და გააკეთებენ იმას რაც სიამოვნებთ. რა საკვირველია ჩვენც ვიქნებით ამით ბედნიერები“, - განაცხადა კობიაშვილმა.

ტერიტორიაზე, სადაც რუხის ფეხბურთის აკადემია იქნება, სიმბოლურად, სპეციალური კაფსულა ჩაეშვა. ცერემონიაში თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელებმა მიიღეს მონაწილეობა.

ამავე თემაზე:

ფეხბურთის ფედერაცია რუხში საფეხბურთო აკადემიის აშენებას გეგმავს
Print