პოლიტიკა
კახა მიქაია: მოვუწოდებ მოსახლეობას, არ აყვნენ ენმ-ის პროვოკაციებს
“დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი კახა მიქაია ზუგდიდელებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროცოკაციებს. კახა მიქაიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციური გაერთიანება მიზანმიმართულად აწყობს პროვოკაციებს და მაგალითად ჯიხაშკარში მომხდარი ინცინდენტი მოიყვანა.

“მე მინდა მოვუწოდო ჩემს თანაქალაქელებს, განსაკუთრებით, ზვიად გამსახურდიას მომხრეებს, არ აყვნენ პროვოკაციებს. მათ კარგად იციან, რომ სააკაშვილმა ზვიადს კავკასიელი სადამ ჰუსეინი უწოდა, რულოვსმა კი ჯაბა იოსელიანს შეადარა, თუმცა, ვთხოვ, არ მისცენ პროვოკაციების საშუალება. არჩევნები ჩავატაროთ მშვიდად, გამჭვირვალედ, ევროპულ დონეზე”,- თქვა მიქაიამ.

ის დარწმუნებულია, რომ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებს “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი შენგელია პირველივე ტურში მოიგებს, რასაც, მისივე თქმით, ენმ-ც ხვდება.


Print