რეგიონი
გაერთიანებული ოპოზიციის ფოტოგრაფს, რომელსაც ზუგდიდში სცემეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

გაერთიანებული ოპოზიციის ფოტოგრაფს ზურაბ ცერცვაძეს, რომელიც დღეს ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა მირანდა გოგოხიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცერცვაძის დაკითხვა უკვე დასრულებულია.

"ცნეს დაზარალებულად, დასრულდა გამოიკითხვა და ახლა ველოდებით მოწმეებს", - ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, პოლიციაში ლევან თორიასა და ნიკოლოზ ვაჩეიშვილსაც გამოკითხავენ.







 

Print