პოლიტიკა
ოპოზიცია: დადიანების ეზოში ინციდენტის მონაწილეების დასაკავებლად პოლიციას ვადას დღის ბოლომდე ვაძლევთ
დადიანების სასახლის ეზოში მომხდარი ინცინდენტის გამოძიებას გაერთიანებული ოპოზიცია უმოკლეს ვადებში ითხოვს. ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ენმ-ის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია აქციებს დაიწყებს.

„ მე მინდა პოლიციას და უფროსს მივმართო, რომ ამ შემთხვევაში მონაწილე ადამიანები დიდი ხანია, იდენტიფიცრებულები არიან . ეს არის პირველი შემთხვევა, რადგან ადრეც დაურბევიათ ჩვენი შეხვედრა. ვაფრთხილებთ პოლიციის უფროსს, რომელიც მფარველობს მათ, თუ დღეს დღის ბოლომდე ეს ადამიანები არ იქნენიან დაკავებულნი ჩვენ აქ მოვაწყობთ აქციებს ", - აღნიშნა ნაყოფიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის ფოტოგრაფს ზურაბ ცერცვაძეს, რომელიც დღეს ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. მისი გამოკითხვა ზუგდიდის პოლიციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

Print