რეგიონი
შსს დადიანების სასახლის ეზოში ინციდენტზე: გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ნიკოლოზ დიასამიძის განცხადებით ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში სანდრა რულოვსის ფოტოგრაფის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. დიასამიძის თქმით, ამ ეტაპზე სხვა საგამოძიებო მოქმდებები მიმდინარეობს.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან კანონით დადგენილი წესები. ნებისმიერ მსგავს ფაქს მოყვება სამართლებრივი რეაგირება და კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივიღებთ“, - აღნიშნა დიასამიძემ.

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე გელა კვარაცხელია სამართალდამცავებმა დააკავეს. ის პოლიციის რაიონული განყოფილების მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ მიიყვანეს.



Print