რეგიონი
პროკურატურამ ზუგდიდში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება, რუსთავი 2-ის ეთერში გასულ, სავარაუდო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაიწყო. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დღეს გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, საკრებულოს წევრი ერთ-ერთი გია დანელია, თათბირის შესახებ საუბრობს, სადაც გაიცა ბრძანება, რომ არჩევნების მოსაგებად ყველაფერზე, მათ შორის, მოსყიდვაზე, ტერორსა და გატაცებაზეც უნდა წავიდნენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს. უწყების ცნობით, ამავე მუხლით გამოძიება დაიწყო ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლიც ზუგდიდში მოქალაქეებისთვის პირადობის, სავარაუდოდ, ჩამორთმევას ეხება.

Print