ახალი ამბები
ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მირანდა მესხის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა
ზუგდიდის #67საოლქო საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრა, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს პარტიის ლიდერებმა განუცხადეს, მირანდა მესხი საგანგებო სხდომას არ ნიშნავს.

"გამოვიდეს და გააკეთოს განცხადება, თუ რატომ არ ნიშნავს სხდომას. ეს არის ჩვეულებრივი "ქართული ოცნების" შტაბი", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

საბოლოოდ, გაერთიანების გადაწყვეტილებით, ისინი საოლქოსთან ხვალ შეიკრიბებიან.

"ჩვენ ბეჭდებისა და სიების დიდი ნაწილი დავაბრუნებინეთ. ჩვენი წარმომადგენლები დარჩებიან ადგილზე და გააკონტროლებენ ამ სიტუაციას. ხვალ ისევ მოვალ საოლქოსთან", - თქვა კობა ნაყოფიამ.

თავის მხრივ, მირანდა მესხი ამბობს, რომ საგანგებო სხდომას არ დანიშნავს, რადგან მას კანონი არ დაურღვევია.

"შემოსული განცხადება განვიხილეთ, თუმცა არავითარი კანონი არ დამირღვევია. სიები დავაბრუნეთ, თუმცა, ბეჭდების დაბრუნებას არ ვაპირებ, რადგან ისინი დალუქულ მდგომარეობაში გადავეცი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს და მათ ვენდობი", - აღნიშნა მესხმა.

ოპოზიციური პარტიის წევრებმა ასევე გააპროტესტეს შეხვედრაზე ზუგდიდის პოლიციიის უფროსის ირაკლი ფაცაციას ყოფნა.


ამავე თემაზე:

საოლქოს თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება


Print