რეგიონი
სამეგრელოში ნარკოდანაშაულის თემაზე ბრიფინგი პირველად გაიმართა (ვიდეო)
სამართალდამცავებმა ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ერთი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ დიასამიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პირველი იანვრიდან ნარკოდანაშაულისთვის სამეგრელოში 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.


"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ვანო კოდუა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებას სისტემატურად ახდენდა. სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა დიასამიძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე სამეგრელოში ბრიფინგი პირველად გაიმართა. დიასამიძის განცხადებით, სამართალდამცავები ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ.


Print