ახალი ამბები
შს მინისტრის მოადგილე, სავარაუდოდ, დაკავებულის ოჯახის წევრებს ხვდება
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დაკავებული ბესიკ დგებუაძის მამა, ძმა და ადვოკატი სამხარეო პოლიციაში შს მინისტრის მოადგილეს ხვდებიან. როგორც დაკავებულის ბიცოლამ ჟურნალისტებს უთხრა, მათ იმედი აქვთ, რომ დგებუაძისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეიცვლება.

„ადრე მივიღეთ ეს პირობა, თუმცა არ შეასრულეს. ახლა იმედი გვაქვს, რომ გირაოს შეუფარდებენ. წინააღდეგ შემთხვევაში, გავშლით აქ კარვებს და ვიქნებით მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე“, - აღნიშნა სვეტა დგებუაძემ.

ზუგდიდში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე თვის წინ დაკავებული ბესიკ დგებუაძის მშობლები და ახლობლები მის გათავისუფლებას ითხოვენ.


Print