პოლიტიკა
ოპოზიცია დანელიასთვის უფლებამოსილების შესაჩერებლად საკრებულოს სხდომის დანიშვნას ითხოვს
გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატისთვის გია დანელიასთვის უფლებამოსილების შესაჩერებლად რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნა ფრაქცია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მოამზადა.

ამ წუთებში საკრებულოს შენობასთან ოპოზიციის მომხრები არიან შეკრებილები. ისინი სკანდირებენ “დანელია, წადი”. აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ტრანსპარანტები წარწერებით “ვერ გააყალბებთ”, “ზუგდიდს ვერ შეაშინებთ”.

ამავე თემაზე:

ოპოზიციამ გია დანელიას მიმართ საგამოძიებო მოქმედებების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა
Print