რეგიონი
მამუკა წოწერია ენმ-ს მოთხოვნაზე: არ არსებობს სამართებლივი საფუძვლები, რომ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდეს
ზუგდიდის საკრებულო თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განცხადებით, დღეს საკრებულოს შენობაში შესვლა პრობლემას არ წარმოადგენდა და "ნაციონლური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, პოლიტიკური შოუ მოაწყვეს.

„არანაირი პრობლემა არ იყო მათი წარმომადგენლების შესვლა და განცხადების დარეგისტრირება, რაც საბოლოო ჯამში მოხდა. ნაციონალური მოძრაობა დარწმუნდა, რომ ისინი აგებენ არჩევნებს და ამიტომ ცდილობენ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას. არ არსებობს სამართებლივი საფუძვლები, რომ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდეს და ჩვენ არ გავყვებით ნაციონალური მოძრაობის ხელწერას. დაუმტკიცებლად დაუდასტურებლად ვინმეს მოვთხოვოთ პასუხი“, - თქვა წოწერიამ.

მისივე თქმით, შენობაში შესვლა მხოლოდ იმიტომ შეფერხდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსთან ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. წოწერიამ ჟურნალისტებს, ვისაც ადგილზე მუშაობის დროს პრობლემა შეექმნა, ბოდიში მოუხადა.



ამავე თემაზე: 

ნიკა მელიასა და სამეგრელოს პოლიციის უფროსს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა


Print