ახალი ამბები
სამართალდამცავებმა წაიყვანეს პირი, რომელიც საოლქოში ოპოზიციას დაუპირისპირდა(ვიდეო)
#67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო. საოლქოს შენობაში შუახნის მამაკაცი შევიდა, რასაც მასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რატომ იყო აღნიშნული პირი ცესკოში ბეიჯის გარეშე, რასაც კამათი მოყვა.

საბოლოოდ, მამაკაცი სამართალდამცავებმა პოლიციის მანქანით გადაიყვანეს. მანამდე, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხატია დეკანოიძესთვის კითხვის დასმას აპირებდა, რისი საშუალებაც არ მიეცა.


ჯერჯერობით, უცნობია, დაკავებულია თუ არა ის.

Print