რეგიონი
ზუგდიდის საოლქო კომისიამ სპეცსიები ხმაურის ფონზე დაამტკიცა (ვიდეო)
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა სხდომა ოპოზიციის მიერ დამატებით დაყენებული საკითხის განხილვის გარეშე დაასრულა, რომელიც ვიდეომასალას ეხებოდა. კერძოდ, მათი ინფორმაციით, ვიდეოში ასახულია საოლქოდან ბეჭდების გაცემის ფაქტები. ამასთან, მათივე მტკიცებით, ბეჭდები კომისიის თავმჯდომარეებს სახლში ჰქონდათ და არა უბნებზე, დალუქულ მდგომარეობაში.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული მხოლოდ ორი საკითხი განიხილეს, რომელიც ორივე სპეციალური სიებს ეხებოდა, მათ შორის შს სამინისტროს სპეცსიას. ოპოზიციას ამ საკითხზეც ჰქონდა შენიშვნები, კერძოდ მათი ინფორმაციით, აღნიშნულ სიებში უკანონოდ 200 ადამიანია ჩაწერილი.

"შს სამინისტროს ადმინისტრაციისგან მოწოდებული იყო 299-კაციანი სია. აქედან, დამტკიცდა 139 კაციანი სია. ეს ადამიანები არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას სპეცსიების საშუალებით, მივამაგრეთ ეს ადამიანები წინა სხდომაზე. არანაირი დარღვევა არ არის სპეცსიაში, შეგვიძლია კანონში წავიკითხოთ, ზუსტად ის კატეგორიაა, რომლებიც თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ვერ ახერხებენ გადააგილებას. ისინი არიან ზუგდიდში მცხოვრებლები, თუმცა რეგისტრაციის მიხედვით ვერ ახერხებენ ხმის მიცემას", - განმარტა მესხმა.

ამავე თემაზე:

საოლქოში კომისიის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

Print