პოლიტიკა
ცესკო: ზუგდიდში საოლქოში მიმდინარე მოვლენებს სხდომის ჩაშლის მცდელობად აფასებს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს #67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განვითარებული მოვლენები კომისიის საქმიანობაში უხეშ ჩარევად და სხდომის ჩაშლის მცდელობად შეაფასა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, საოლქო კომისიას არ აძლევდნენ სხდომის ჩატარების საშუალებას.

„ეს ქმედებები წინააღმდეგობაშია საარჩევნო კანონმდებლობასთან, აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს დამკვირვებლებისა და წარმომადგენლებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების აშკარა გადაჭარბებას. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში ამგვარი ფორმების გამოყენება. ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ჩართულ მხარეებს ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად სრული შესაძლებლობა აქვთ იხელმძღვანელონ სამართლებრივი ფორმებით. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს მიუკერძოებელ დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ყურადღებით დააკვირდნენ ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომელიც ატარებს სააარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე:
ზუგდიდის საოლქო კომისიამ სპეცსიები ხმაურის ფონზე დაამტკიცა (ვიდეო)





Print