ახალი ამბები
გოგიტა ბიგვავამ კანდიდატურა სანდრა რულოვსის სასარგებლოდ მოხსნა (ვიდეო)
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან, გოგიტა ბიგვავამ კანდიდატურა სანდრა რულოვსის სასარგებლოდ მოხსნა. ამის შესახებ მან განმუხურის ამფითეატრში შეკრებილ მხარდამჭერებს უთხრა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს, რომ ხმები მოიპაროს.

“მე მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და დავამარცხებთ უნიათო ხელისუფლებას”,- თქვა ბიგვავამ.

ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.


Print