რეგიონი
განმუხურში, სადაც სანდრა რულოვსმა გეგა შენგელიას დებატები შესთავაზა, ოპოზიცია მხარდამჭერებს ხვდება
განმუხურის ამფითეატრში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, მმართველი პარტიიდან მის კონკურენტს გიორგი შენგელიას დებატები შესთავაზა, ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები შეკრებილებს ხვდებიან და სიტყვით მიმართავენ.

“ზუგდიდი იყო და არის ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი პრობლემა.ზუგდიდი უარს ეუბნება კოლექტიურ ლაშა გოგიებს, კორუფციასა და ნეპოტიზმს. 19 მაისს ჩვენ ავირჩევთ სანდრა რულოვსს ზუგდიდის მერად და დაიწყება საქართველოს გამარჯვება”,- მიმართა მათ ანა წითლიძემ. თავად გეგა შენგელიამ აღნიშნულ ადგილას დებატების შეთავაზებაზე უარი თქვა, თუმცა მან რულოვსს უფრო ადრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე:

რულოვსი შენგელიას გამოწვევას პასუხობს და დებატებს განმუხურის ამფითეატრში სთავაზობს

გიორგი შენგელია პასუხობს სანდრა რულოვსის შეთავაზებას დებატების განმუხურის ამფითეატრში ჩატარებაზე 

სანდრა რულოვსი გიორგი შენგელიას: გელოდებით დებატებისთვის 16 მაისს განმუხურის ამფითეატრში




Print