რეგიონი
ბაჩანა შენგელია: ჩვენ ღირსეული ხალხი, აუცილებლად გავისტუმრებთ ამ მთავრობას (ვიდეო)
განმუხურის ამფითეატრში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ამომრჩევლებს ხვდება, მოქალაქეებს სიტყვით ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილმა ბაჩანა შენგელიამ მიმართა. მისი თქმით, ია კერზაია, რომელიც ამ მთავრობას არ შეუშინდა, შეეწირა თავისუფლებას და იდეას.

„ია კერზაია შეეწირა თავისუფლებას, შეეწირა იდეას, რომელიც არ შეუშინდა ამ მთავრობას. აუცილებლად იქნება სხვა ვინმე მრავალი სიცოცხლის გადამრჩენი და მე აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს თქვენთან ერთად. ჩვენ ღირსეული ხალხი, სამეგრელო, გავისტუმრებთ ამ ხელისუფლებას, რომლებიც არიან მოძალადეები და მკვლელები. მე მჯერა, რომ თქვენ გააკეთებთ ღირსეულ არჩევანს“,- თქვა შენგელიამ.

ამფითეატრში შეკრებილებს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები სიტყვით მიმართავენ.

ამავე თემაზე:

გოგიტა ბიგვავამ კანდიდატურა სანდრა რულოვსის სასარგებლოდ მოხსნა (ვიდეო)

განმუხურში, სადაც სანდრა რულოვსმა გეგა შენგელიას დებატები შესთავაზა
Print