ახალი ამბები
ზუგდიდში ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთ ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში რამდენიმე საათის წინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება, ხოლო ერთი მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟინიამ უთხრა.

„ერთს მუცლის ღრუს დახურული ტრავმა აღენიშნება. სასიცოცხლო ჩვენებით გაყვანილია ოპერაციაზე. მეორეს  ქალა- ტვინის ტრავმა, ტრავმული სუბდურული ჰემატომა,თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, პნევმოთორაქსი, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მესამეს ქალა- ტვინის ტრავმა,მრავლობითი ჭრილობები თავის არეში, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და ტრავმული შოკი აღენიშნება. მეოთხეს  სხივის ძვლის მოტეხილობა. დანარჩენების  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ,უგრძელდებათ კვლევები და მკურნალობა“, - აღნიშნა ორჟონიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი ერთ - ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა, რის შედეგადაც, მანქანაში მყოფი 7 ადამიანი დაშავდა.

ამავე თემაზე:
კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 მოზარდი დაშავდა (ფოტო)
Print