ახალი ამბები
ზუგდიდში კაკა ჟვანის 140 წლის იუბილე აღნიშნეს (ფოტო)
ზუგდიდში ნიკოსეული სასახლის დარბაზში კაკა (კონსტანტინე) ჟვანიას 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამო ზურაბ ეგუტიამ გახსნა. მან შეკრებილებს კაკა ჟვანიას შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ზუგდიდს ყოველთვის ჰყავდა და ეყოლებათ გამოჩენილი ადამიანები.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ ქართული ოცნებიდან“ გიორგი შენგელია, სასულიერო პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კაკა ჟვანია 1875 წელს, ზუგდიდში დაიბადა. ზუგდიდის ექვსკლასიანი სასწავლებლის შემდეგ გაიარა სოხუმის სამასწავლებლო-საოსტატო კურსები და  18 წლის განმავლობაში სოფელ ჭითაწყარში მდებარე ოთხწლიანი სკოლის მასწავლებელი. 1914 წელს იგი ჯარში გაიწვიეს და მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილი სიმამაცის გამო კაპიტნის სამხრეებით დააჯილდოვეს. 1918 წელს კაკა ჟვანია მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და დამოუკიდებელი საქართველოს ჯარს მოახმარა თავისი გამოცდილება. 1924 წლის ეროვნული აჯანყების დამარცხების შემდეგ იგი იმალებოდა და მას შემდეგ გამოვიდა, რაც დახვრეტები შეწყდა. მან მეგრულად თარგმნა ვეფხისტყაოსანი, გარდა ამისა წერდა ლექსებს. კაკა ჟვანია 1973 წლის გარდაიცვალა.




Print