რეგიონი
გია დანელია ფარულ ჩანაწერზე: ამ ჩანაწერში პაციენტთან კბილის პროთეზზე ვსაუბრობდი (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დეპუტატ გია დანელიას დაკითხვა დასრულდა. დაკითხვის შემდეგ მან ჟურნალოისტებს უთხრა, რომ ჩანაწერები
ფაბრიკაციაა. მისი განმარტებით, ჩანაწერის მოსმენის შემდეგ მიხვდა, რომ ფარულად 2017 წელს გადაუღეს, თუმცა აქ არა არჩევნების გაყალბებაზე, არამედ პაციენტთან კბილის პროთეზზე საუბრობდა.

„ეს ჩანაწერი არის ფაბრიკაცია. ჩაწერილი ორი წლის წინ, როდესაც მე ვესაუბრები პაციენტს კბილის პროთეზთან დაკავშირებით. ალბათ ის ადამიანი ფარულად თანამშრომლობდა გარკვეულ პირებთან და მიზანმიმართულად ირებდა ჩემს ხმას, რათა გაეკეთებინათ ეს ფაბრიკაცია. ეს ჩანაწერი ემსახურება ჩემი და მმართველი პარტიის დისკრედიტაციას“, - აღნიშნა გია დანელიამ.

დანელია აღნიშნულ საკითხზე პროკურატურაში მეორედ დაიკითხა.

ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" გია დანელია პროფესიით სტომატოლოგია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება 14 მაისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო. გამოძიებამ უკვე გამოკითხა ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელიც, თითქოს აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს. გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

გია დანელია პროკურატურაში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე იკითხება
Print