პოლიტიკა
ვგეგმავთ სწორად, ვხარჯავთ მომჭირნედ, ვეხმარებით ერთმანეთს- თენგო ჯგუშიამ სააარჩევნო კამპანია დაასრულა (ფოტო)
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თენგიზ ჯგუშიამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია დადიანების სასახლის ეზოში გამართა. დღესვე მან წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა და ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ჯგუშიას თქმით, მთავარი, რასაც მერობის შემთხვევაში გააკეთებს, ბიუჯეტის სწორად გადანაწილებაა, რაც მისივე განცხადებით, მოსახლეობის მთავარი სოციალური დაკვეთაა.

„შემოსავლების ზრდა, სწორად გაწერილი პროგრამა ნეპოტიზმისა და კორუფციის გარეშე - ეს არის მთავარი. ჩემი მიდგომები და შეუვალი ბრძოლა იძლევა იმის გარანტიას, რომ 20-22 მილიონი ლარი გამოთავისუფლდება ბიუჯეტიდან და მოხმარდება ზუგდიდს, სოციალურ პროგრამებსა და ინფრასტურქტურას. მოსახლეობას დაუბრუნდება ბიუჯეტი და საარსებო წყაროებთან ხელმისაწვდომობა. ვგეგმავთ სწორად, ვხარჯავთ მომჭირნედ, ვეხმარებით ერთმანეთს-ეს არის მთავარი ქვაკუთხედი“, - განაცხადა კანდიდატმა.

ჯგუშიამ შეკრებილებსა და ზუგდიდელებს ოჯახის სიწმინდის დღეც მიულოცა.

Print