ახალი ამბები
თინა ბოკუჩავა: იდენტიფიცირებულია მანქანა, სადაც მსხდომებმა ჩვენი კომისიის წევრის მიმართ გაისროლეს
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თინათინ ბოკუჩავას ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია მანქანა, სადაც მსხდომმა პირებმა მუქარის მიზნით ენმ-ის კომისიის წევრის მიმართ სროლა განახორციელეს. ბოკუჩავას მტკიცებით, ეს იგივე მანქანაა, რომელიც 14 მაისს საოლქოსთან იდგა, როდესაც ამომრჩეველთა სიები ცესკოში დააბრუნეს.

„ზოია ქვარცხავა იმყოფებოდა კომისიის ტერიტორიაზე, გადმოვიდნენ მანქანიდან და ჰაერში გაისროლეს პისტოლეტის ტიპის იარაღით, წინააღმდეგობის მიხედავად, ქალბატონმა ზოიამ შეძლო დაეფიქსირებინა მანქანის ნომერი, ჩვენ გვაქვს ფოტო-მასალა და ეს არის ის მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საოლქოს შენობასთან 14 მაისს, როცა იყო მცდელობა მესხის ორგანიზებით სიების გადატანის. ეს არის ორგანიზებული მცდელობა, დააშინონ ოპოზოციის წარმომადგენლები. ის, ვინც გაისროლა, არის „ქართული ოცნების“ ზონდერი. ცდილობენ, მოიპარონ ხმები, დააშინონ კომისიის წევრები, მაგრამ არ გაუვათ. მოვითხოვთ ამ ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას, რადგან ვიცით, ვინაა მანქანის მფლობელი. ეს არის ირაკლი ჩანგელია, 1999 წელს დაბადებული“,
- აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამავე თემაზე:

„ოცნებისა“ და ოპოზიციის შეფასებები 87-ე უბანთან მომხდარ ინცინდენტზე



Print