რეგიონი
კომისიის წევრმა ენმ - დან პოლიციის შენობა დატოვა
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გაერთიანებული ოპოზიციის 87- ე უბნის წარმომადგენლის ზოია ქვარცხავას გამოკითხვა დასრულდა. მას სამართალდამცავები რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ,როგორც მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა და ის გამოძიებას დაელოდება.

ქვარცხავას განმარტებით, ადამიანს, რომელმაც ჰაერში ცეცხლსასროლი იარაღით გაისროლა პირადად არ იცნობს, თუმცა განმარტავს, რომ ამოცნობა შეუძლია,რადგან 2-3 მეტრის სიშორის მანძილზე ხედავდა.

"გამოძიებას მივეცი ჩვენება და ველოდები შედეგს. ასეთი სროლები არ უნდა ხდებოდეს ქუჩაში. მას არ ვიცნობ. სხვა არაფერი არ ვიცი, გამოძიებას დაველოდოთ", განაცხადა ზოია ქვარცხავამ.

ზოია ქვარცხავა პოლიციის შენობაში ინციდენტიდან რამდენიმე წუთში მივიდა და დაკითხვა თავად მოითხოვა. თავის მხრივ შსს სამინისტრომ მომხდარზე საქმე უკვე აღძრა და გამოძიება სს კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ოცნებისა“ და ოპოზიციის შეფასებები 87-ე უბანთან მომხდარ ინცინდენტზე

#87-ე უბანზე მომხდარ ინციდენტზე შს სამინისტრომ საქმე აღძრა
Print