რეგიონი
საარჩევნო უბანთან გასროლის ფაქტზე ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი გასროლის ფაქტზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით 2 პირი 1999 წელს დაბადებული ი.ჩ. და 2000 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

საარჩევნო უბანზე გასროლის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს
Print