არჩევნები
26–ე უბანზე ხმის მიცემის პროცედურა ხმაურით დაიწყო
ზუგდიდში, კომბინატში განთავსებულ 26-ე უბანზე ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო კომისიის წევრებსა და გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებს შორის კამათით დაიწყო. საქმე ეხება ლაივ კამერის განთავსებას. დამკვირვებლები ითხოვდნენ, კომისიის თავმჯდომარეს ბადრი ჯიმშელიას წარედგინა მათთვის მუხლი, რომლის თანახმადაც გადაღება მხოლოდ ერთი პოზიციიდან იყო შესაძლებელი. ჯიმშელიამ მათ განუმარტა, რომ კამერა მის მიერ გამოყოფილ ადგილას უნდა დაედგათ, თუმცა, საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც დამკვირვებლებმა გააპროსტესტეს, რომ მითითებული ადგილიდან საარჩევნო პროცესი არ ჩანდა, მათ კამერის მათთვის სასურველ ადგილას დადგმის შესაძლებლობა მიეცათ. აღნიშნული ინცინდენტის გამო, პირველმა ამომრჩეველმა ხმა რამდენიმე წუთის დაგვიანებით მისცა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საოლქო: ყველა უბანი 7 საათზე გაიხსნა




Print