არჩევნები
კოკში ერთი პირის დაკავებამდე უბნიდან სამი დამკვირვებელი გააძევეს
კოკში, 97-ე უბნიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარემ სამი დამკვირვებელი გააძევა. ელა ქირიას ინფორმაციით, უბნიდან გაძევებულები არიან „პოლიტიკისა და სამართლის ობიექტის“, „სსიპ როპისა“ და „აპრიორის“ წარმომადგენლები. გადაწყვეტილება, თავმჯდომარის მტკიცებით, მას შემდეგ მიიღო, რაც დამკვირვებლებმა უბნის დატოვებაზე უარი თქვეს.

„ხმაური და არეულობა იყო, შეფერხდა ხმის მიცემის პროცესი. სამი დამკვირვებელი არ მემორჩილებოდა და ამიტომ დამჭირდა პოლიციის გამოძახება“, - აღნიშნა ქირიამ.

მოგვიანებით, კოკის საარჩევნო უბნის გარეთ ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავეს.

Print