არჩევნები
ზუგდიდში საარჩევნო უბნების კურთხევა მიმდინარეობს (ვიდეო)
ზუგდიდში, სასულიოერო პირებმა მეექსვე სკოლაში განთავსებული მეხუთე საარჩევნო უბანი აკურთხეს. მოძღვრების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ შეინიშნება გარკვეული სახის დაძაბულობა, გადაწყვიტეს, რომ უბნები ეკურთხებინათ.



"ეს არის პირველი უბანი და რასაც მოვასწრებთ, ყველას ვაკურთხებთ", - თქვა მან.



ზუგდიდში დღეს, 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. სულ რეგისტრირებული 120 837 ადამიანი საკუთარ არჩევანს 13, მათ შორის, ორ დამოუკიდებელ და 11 პარტიულ კანდიდატს შორის გააკეთებს. ქალაქსა და სოფლებში გახსნილ 107 უბანზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენზე 16 კანდიდატი დახვდება, თუმცა მათგან სამმა, დავით თორდიამ, დათა გაბეჩავამ და გოგიტა ბიგვავამ, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.



Print