არჩევნები
განმუხურის #38 უბანზე დამკირვებლებს არ უშვებდნენ
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი და მედიის წარმოადგენელი განმუხურის #38 საარჩევნო უბანზე შესვლას ითხოვდა. მათი თქმით, შენობაში იმყოფება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. დამკვირვებლების მტკიცებით, მათ აქვთ  საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას და არჩევნების გაყალბების ფაქტებს.

საბოლოოდ დამკვირვებლებმა და მედიის წარმომადგენლებმა უბანზე შესვლა მას შემდეგ მოახერხეს, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ჩამოვიდა.
Print