არჩევნები
ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანთან სამართალდამცავები იმყოფებიან
ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანში პოლიცია მობილიზებულია. როგორც ადგილზე ჟურნალისტებს, ენმ-ს წევრმა მურთაზ ზოდელავამ განუმარტა, უბანზე კომისიის უმრავლესობას, გადასატან ყუთში მოთავსებული ბიულეტინების დათვლა საოლქოში სურს. მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე დავისას მათი წარმომადგენელი გამოაძევეს. 

ამ ეტაპზე აღნიშნულ უბანზე ხმის დათვლა მიმდინარეობს, თუ რა ვითარეებაა შიგნით უცნობია. უბნის შესასვლელთან პოლიცია იმყოფება

ადგილზე "ქარათული ოცნების" მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობენ. მათი თქმით, იციან ხალხის განწყობა.
Print