რეგიონი
არჩილ თალაკვაძე: განმუხურის ორივე უბანზე გიორგი შენგელიამ დამაჯერებლი გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, რომელიც ხმების დათვლის პროცესს განმუხურის #38 უბანზე აკვირდებოდა, პროცესის დასრულების შემდეგ, მხარადმჭერებს საარჩევნო უბნის გარეთ,  გამარჯვება მოულოცა. მისი თქმით, განმხურის ორივე უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ დამაჯერებლი გამარჯვება მოიპოვა.

„მე მინდა მოგილოცოთ ეს გამარჯვება, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ თვლიდა, რომ განმუხური არის მათი მთავარი დასაყრდენი, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს მოცემულობა შეიცვალა. აქ არჩევნები მშვიდ ვითარებაში დასრულდა, რაც ოპოზიციის დამკვირვებლებმაც კი აღნიშნეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მხარდამჭერები უბნიდან გამოსულ თალაკვაძეს აპლოდისმენტებით შეეგებნენ. 

საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით,  განმხურის ორივე უბანი გეგა შენგელიამ სანდრა რულოვსს მოუგო. #38 უბანი - 235 ხმა 203 - ის, ხოლო #39 უბანი – 168 ხმა - 124 ხმის წინააღმდეგ.




Print